2014 - მდე

Tempus, Erasmus Mundus, Jean Monnet

ტემპუსის (1995-2013) და ერაზმუს მუნდუსის (2007-2013) პროექტების მიმოხილვა საქართველოში, სტატისტიკის ჩათვლით, მოცემულია ტემპუსის ეროვნული ოფისის ანგარიშში.

ტემპუსი

ტემპუსი ევროგაერთიანების პროგრამაა, რომელიც 1990 წელს შეიქმნა და რომლის მიზანი იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. 2014 წლიდან ტემპუსის პროგრამა ჩანაცვლდა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამით.

30 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო) ცხრა ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე, ახალქალაქი და წნორი) მონაწილეობდა Tempus–ის პროექტებში 1995 წლიდან (პროექტების სრული სია პარტნიორების ჩამონათვალით მოცემულია ქვემოთ).

განაცხადებისა და დაფინანსებული პროექტების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, რაც ერთის მხრივ ასახავს პროგრამის ბიუჯეტის ზრდას, და ამავდროულად ქართველი პარტნიორების მზარდ ინტერესსა და მოტივაციას (ცხრილი 1).

ტემპუსის პროექტები საქართველოში

Project type Tempus I & II Tempus III Tempus IV Total
Year 1990 - 1999 2000 - 2006 2008 2009 2010 2011 2012 2013  
Joint projects 5 16 3 3 4 4 10 14 59
Compact projects 5 0 0 0 0 0 0 0 5
Structural & Complementary measures ( Tempus III ) structural measures ( Tempus IV ) 0 3 0 1 1 1 2 5 30
Total 10 19 3 4 5 5 12 19 30

ერაზმუს მუნდუსი

ერაზმუს მუნდუსი არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც ხელს უწყობს როგორც ინსტიტუციურ კოოპერაციას მაგ. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში, ასევე სტუდენტებისა და პროფესორების ინდივიდუალურ გაცვლებს. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ის ჩანაცვლდება credit mobility და degree mobility აქტივობებით.

ქართული უნივერსიტეტები მობილობის 23 კონსორციუმში მონაწილეობდა 2007 წლიდან. 

ჟან მონე

ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში საქართველოში ხუთი პროექტია განხორციელებული, აქედან ერთი - მიმდინარე პროექტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში: EULISC (საზაფხულო სკოლა ევროკავშირის სამართალში). ჟან მონეს მოდული წარმოადგენს მოკლე სასწავლო პროგრამას (ან კურსს) ევროპათმცოდნეობის მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი საზაფხულო სკოლა გრაცის უნივერსიტეტთან ერთად (2013 და 2014 წლებში).